პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ

Nusagi

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა გაგრძელდება შესაბამისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაშიც ვრწმუნდებოდით მთელი ამ ასწლეულების განმავლობაში – აშშ არის ჩვენი მთავარი მეგობარი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას აქვთ ძალიან მყარი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს კონკრეტულ ნაბიჯებშიც იქნება გამოხატული. ძალიან მჭიდროდ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველო არის ძალიან მყარი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ბუნებრივია, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის თანამშრომლობის გაგრძელება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ დიალოგის მიღმა, ბუნებრივია იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს როლი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ რეგიონში და აქედან გამომდინარე ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რეგიონისთვის და ზოგადად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განხილვის თემა ასევე იყო უკრაინა და ამერიკელ მეგობრებსაც აინტერესებდათ ქართული მხარის პოზიცია.

„ჩვენც გვაინტერესებდა მათი პოზიცია და ასევე ის, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა ამ მიმართულებით. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: