პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

Nusagi

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოებას შევახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართელოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩართულიყო მხარეებს შორის მედიაციში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი ქრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.

„ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ“,-ნათქვამია განცხადებაში.

We wish to remind the society that since a portion of the opposition has refused to assume the mandate granted to them by the citizens of Georgia in the general elections held on October 31, 2020, President of the European Council Charles Michel has expressed readiness to get engaged in the mediation between the parties. President Michel sent Christian Danielson as his envoy, who assessed the positions of the parties involved under the aegis of the European Union and drafted a document with an active engagement of US and EU ambassadors to Georgia to define terms and conditions of a fair agreement between the parties. The Georgian Dream has signed the document by conceptualizing its responsibility assumed towards the country and in addition expressed its readiness to apply a principle of 40% of trust in the upcoming local elections. The Georgian Dream has taken multiple steps as a significant compromise to reach an agreement. We have already put our signature on the document proposed under the aegis of the EU and President Michel. It is now the turn of the opposition to do so. We call on the opposition to put the interests of the country above everything else and to sign the referred document. We once again remind our opponents that our country is facing serious challenges today. Georgia is fighting against the pandemic, as well as the economic and social problems stemming from the pandemic. Hard geopolitical situation has been created in the region. At times like these, we believe that the entire country should be united around common challenges, while politicians should be working on the problems challenging the country and the society.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: