პოლიტიკა

პრობლემები გვაქვს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, გავაგრძელებთ შიდა კონსულტაციებს

Nusagi

დღევანდელი დოკუმენტი არის გარკვეულწილად გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, პოლიტპატიმრებთან მიმართებით, ბევრად მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლს მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს პარტიაში განიხილავენ.

„გეტყვით პირდაპირ, რომ ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდა კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. მე სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ამავე დროს, დღეს ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმ შეთანხმების ხელმოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. რადგან ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილი, ეს აჩვენებს ზოგადად მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება,  გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ვნახოთ რამდენად მისაღები აღმოჩნდება ეს პოზიცია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: