პოლიტიკა

შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს

Nusagi

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებებს სთავაზობს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს.

მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

“თქვენ ნახეთ, რომ დღის პირველ ნახევარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს არსებულ სიტუაციას როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. ეს განცხადება აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების შეთავაზებას პარტიებისთვის. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისთვის. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. ეს შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებან პარტიები უკან, რათა თავისი გადაწყვეტილება გვამცნონ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“, – განაცხადა ჰარცელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: