პოლიტიკა

ამ საქმეების გაცოცხლების არავის ეშინია, მამუკას, ბადრის და ტვ-პირველის დამფუძნებლის მამას ექნებათ შესაძლებლობა, თავისი სიმართლე ამტკიცონ

Nusagi

„ლელო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის, ასევე ნიკა გვარამიას საქმეები არ შეწყდება და ეს პროცესები დაექვემდებარება სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.

„ლელოს“ წევრი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ამ საქმეებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

„ლელოში“ მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ შესწვს ძალა, ოპოზიციის ლიდერები დააკავოს. 

„საქართველოში, ვინც კი ჩაიხედა ამ საქმეში, ყველამ თქვა, რომ ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ არის, ეს დაადასტურეს პროკურატურის მიერ მოყვანილმა მოწმეებმაც კი. ამიტომ, ამ საქმეების გაცოცხლების არავის ეშინია, მამუკას, ბადრის და ტვ-პირველის დამფუძნებლის მამას ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავისი სიმართლე ამ დამახინჯებულ მართლმსაჯულებაშიც კი ამტკიცონ.

თითქოს ეს პოლიტიკური კი არა, ჩვეულებრივი საქმეა და რატომ უნდა იყოს გათვალისწინებული პოლიტიკურ შეთანხმებაში? -ეს აზრი ამოვიკითხე ქართული ოცნების განცხადებაში, მაგრამ ყველამ, ვისაც ჭკუა გვეკითხება, მარტივი და ობიექტური შეფასების გაკეთება შეგვიძლია, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური საქმე“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: