პოლიტიკა

„გირჩმა“ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა და პარლამენტში მივიდა

Nusagi

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„გირჩის“ წევრებმა სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი ფეისბუქლაივის დროს მოაწერეს.

„ჩემი აზრით, ხელი მოსაწერია. გუშინ განცხადებაში იყო ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო, ანუ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს თავიანთი წინადადება. ვფიქრობ, იმ 60-მა კაცმა, თუ რამდენიცაა დარჩენილი, მართლა სათითაოდ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი. მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თქვენც შეგიძლიათ, მოგვბაძოთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, „გირჩის“ წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,155 ნახვა
%d bloggers like this: