პოლიტიკა

ე. წ. ნეიტრალური სტრატეგიული პარტნიორები მხარედ იქცნენ და მოითხოვენ ხელისუფლების გადაცემას დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისთვის

Nusagi

ვაი ჩვენს ჩვენს პატრონს…ევროპა-ამერიკის ელჩებმა ხელისუფლებას გადმოსცეს ბრძანების ძალის მქონე უზენაესის „რეკომენ¬დაცია“ შემოდგომაზე ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებთ, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნეთ, ცესკოს თავმჯდომარე 2/3-ის უმრავლესობით აირჩიეთ და რასაც უზენაესი ბრძანებს, მომავალშიც ისე მოიქეცით, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასო… ,-ასე ეხმაურება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალდ დოკუმენტს.

მისი თქმით, რუსეთის შემდეგ მეორე ვეშაპი გამოჩნდა ევროპა-ამერიკის სახით.

„ანუ არც ეკონომიკურად დაგეხმარებით, არც ნატოში და ევროკავშირში მიგიღებთ და რუსების მიერ საზღვრის ყოველ გადმოწევაზე აღარც შეშფოთება-აღშფოთებას გამოვხატავთო.აქეთ სხვა უზენაესი გვითვლის რუსეთიდან – თავი დაანებეთ ნატოსთან და ევროპასთან ფლირტაობას, თორემ უფრო მეტ ნაწილებად დაიშლებით, ვერ ხედავთ, რომ აჭარის გათურქებას და მთელი რიონის ხეობის ხელში ჩაგდებას ცდილობს ნატოს წევრი „დემოკრატიული თურქეთი“ („მხოლოდ 99 წლით, ვითომ ჰესის ასაშენებლად), იქით სომხეთს აქვს თვალი დადგმული ჯავახეთზე, ირანელები ამბობენ, თბილისი სპარსული ქალაქია, საუკუნეების მანძილზე ჩვენი ამირა მართავდაო. ხოლო თუ ჩვენ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ, ისღა დაგვრჩება, ცხინვალიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით გადმოვიწიოთ და შუაზე გავწყვიტოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო და რაც თქვენი ქვეყნიდან იქნება დარჩენილი, ის ჩვენ ავითვისოთო.

მოკლედ, მაგარ შარში ვართ. გვეგონა ერთ ვეშაპს მოვცილდით, რომელსაც დიდი მადა ჰქონდა და სულ გადასანსვლას გვემუქრებოდა, რომ იქით მეორე ვეშაპი გამოჩნდა ევროპა-ამერიკის სახით, რომლებიც გვეუბნებიან, ჩვენთან თუ გინდათ, ჩვენი „რეკომენდაციები“ უნდა შეასრულოთო. არა, ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ბრძანებები არ გეგონოთ, ოღონდაც თუ არ შეასრულებთ, ისევ ვეშაპის ხახაში ჩარჩებითო. არა ჩვენ გადაყლაპვას არ გიპირებთ, მაგრამ თქვენი ცხოვრების წესზე უარი უნდა თქვათ, კანონები ჩვენი „რეკომენდაციებით“ უნდა მიიღოთ და თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ხელისუფლებაც უნდა დათმოთო. მერე რა, რომ თვითონ ჩვენმა წარგზავნილმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არჩევნების ლეგიტიმურობა, მთავარია, რომ დღეს ჩვენ ასე გვჭირდება და არ გავიგონოთ თქვენი ხმა-კრინტიო. ანუ თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ნებისმიერი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოუშვათ (თანაც ერთ კვირაშიო), თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროთ, თანაც ისეთი პირობებით, როგორსაც ჩვენ შემოგთვაზებთო, მოკლედ, ხელისუფლებას ჩვენ ვუნიშნავთ საქართველოს, ქართველი ხალხის ნება აქ არაფერ შუაშიაო.

თუ მოვინდომებთ, კონსტიტუციაშიც ჩაგაწერინებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინის¬ტრი გეი ან ლესბოსელი უნდა იყოსო. თუ თანახმა არა ხართ, მიბრძანდით უკან ვეშაპის ხახაშიო.

აი, ეს არის რეალურად ის ლამაზი სიტყვებით შეფუთული რეალობა, რასაც ვუყურებთ დღეს საქართველოში „სტრატეგიული პარტნიორების“ მხრიდან წარმოებულ ე. წ. ფასილიტაციისა თუ მედიაციის პროცესში. ამ ყველაფრიდან ჩვენ ის დავინახეთ, როგორ იქცნენ ე. წ. ნეიტრალური სტრატეგიული პარტნიორები მხარედ და როგორ მოითხოვენ ხელისუფლების გადაცემას იმ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მათივე მოთხოვნით გაუხანგრძლივ¬დათ პოლიტიკური სიცოცხლე და სულ არ დაგიდევენ ქართველი ხალხის პოზიციას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული მათ უარი უთხრეს ამ რეჟიმის პოლიტიკურ რეინკარნაციას. მერე რა, რომ დასავლეთში არჩევნებში (ანუ ხელისუფლების დანიშვნაში) ჩარევა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, ისინი ჩვენს სახელმწიფოს მესამეხარისხო¬ვანი ქვეყნის კრიტერიუმებით განსჯიან და ამიტომაც მათი მხრიდან აქ არჩევნების შედეგებით მანიპულაცია ჩვეულებრივი ამბავია.

მხოლოდ მესამეხარისხოვან ქვეყნებად მიჩნეულ ხელისუფლებებს შეუძლიათ ელაპარაკონ დასავლეთის სახელით ისე, როგორც ამას აკეთებენ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი ფასილიტატორები თუ მედიატორები, მხოლოდ ასეთ ქვეყნების ხელისუფლებებს შეუძლიათ მოთხოვონ მსჯავრდებულების ან ბრალდებულების ერთ კვირაში გათავისუფლება ან ყველას მიერ ლეგიტიმურად აღიარებული არჩევნების მიუხედავად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, თუ ისინი მორიგ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ მოიპოვებენ. ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა? კონსტიტუციაში რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევები პირდაპირ და ძალიან გასაგებად არის გაწერილი, ეგ არაფერს ნიშნავს? რატომ აყენებენ ჩვენი „დასავლელი მეგობრები“ საკუთარ თავს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა? იმისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი, რომ ერთი ბატონი მეორით (უფრო ცივილიზებულით და ლამაზი სიტყვებით შეფუთულით) ჩაენაცვლებინა?

ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის ძირითად ნაწილს არ მოსწონს ეს „რეკომენდაციები“ (ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ), მაგრამ ალბათ მაინც ყველა დათანხმდება მათ შესრულებას, რადგან სხვანაირად „ანტიდასავლელის“ და „რუსეთუმეს“ იარლიყს აიკრავენ. თუმცა, სახის შენარჩეუნებისთვის ორივე მხრიდან გაბრძოლება მაინც საჭირო იქნება და მაქსიმუმ იმას მიაღწევენ, რომ შეთავაზებულ ულტიმატუმში ფორმალური ხასიათის ცვლილებების შეტანით ორივე მხარეს ექნება იმის თქმის შესაძლებლობა, აი, ხომ ხედავთ, დასავლეთი ჩვენ გვიჭერს მხარსო.და მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჯოს! ჯოს! ჯოს!ვაშა ამ ახალ სსქართველის !,ვაშა შენებას!“,-წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: