პოლიტიკა

კომპრომისზე უნდა წავიდეთ

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კომპრომისული ვარიანტია და კომპრომისებზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს.

როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაფართოებულ ფორმატში, პოლიტსაბჭოს სხდომზე უნდა იმსჯელოს.

„მიმაჩნია, რომ პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე უფრო გაფართოებულ ფორმატში, უნდა მოიწვიოს პოლიტსაბჭოს და არჩეული დეპუტატების სხდომა. ეს არის ისეთი საკვანძო საკითხი, რომელზეც მსჯელობაა საჭირო. მე არ ვიცი ყველას აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს პარტიის სტრუქტურის მიერ შესაბამისი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს არის საკვანძო გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობაში. ვფიქრობ, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ალბათ, ყველა შედეგი ხელმოწერის გადაწყვეტილების თუ ხელმოწერაზე უარის თქმის სწორად უნდა იქნას გაანალიზებული“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტში მოცემულ საკითხებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია პლებისციტისკენ იხრება, თუმცა, ვადამდელ არჩევნებზე საკითხის მიბმაც კომპრომისული ვარიანტია.

„ჩემი აზრია, რომ უკეთესი იქნებოდა დოკუმენტში ჩადებულიყო პლებისციტის საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ის ვარიანტი, რომელსაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი – ჩატარდეს პლებისციტი ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც შემოიღებს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემას და დაბალ, 2%-იან ბარიერს. მე ეს მიმაჩნდა უფრო სწორად, მაგრამ თუ ამაზე არ მოდის „ქართული ოცნება“ და მაინცდამაინც უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა დააფიქსიროს შეთანხმებაში – ადგილობრივი არჩევნების შედეგით განისაზღვროს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ვფიქრობ, ესეც კომპრომისული ვარიანტია. ოპოზიციასაც აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს საკუთარი ერთიანი ფრონტით.

ყველაზე ცუდი ამ შემთხვევში, რაც შეიძლება მოხდეს იქნება ის, რომ ნაწილმა მოაწეროს ხელი ოპოზიციიდან ამ დოკუმენტს და ოპოზიციის ერთიანობა დაირღვეს. ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის. მიმაჩნია, რომ ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ipn

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,155 ნახვა
%d bloggers like this: