პოლიტიკა

მგონია, გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა ცნობილი სტრიქონები- „გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა

Nusagi

ახლა რომ გიყურებთ, მგონია, რომ გალაკტიონმა ჩვენთვის დაწერა ცნობილი სტრიქონები: „გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რიყის პარკში, ოპოზიციის აქციაზე.

მისი თქმით, დროშების ფრიალს მთელი საქართველო და მსოფლიო 15 მაისს ნახავს საქართველოს ცენტრალურ მოედანზე.

„მოლაპარაკებებით, ჩხირკედელაობით, პროექტების შეცვლით, ხელშეკრულებების მრავალნაირობით, ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოვიდა, ამიტომ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ მიმართულებით სიარულს და სახალხო-საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წინ გველოდება, დაწერს რეალურად საქართველოს ისტორიას.

100 მეტრში, თავის დროზე 100 ათასმა თბილისელმა გაწირა სიცოცხლე ჯალალედინის ბრძანებით. არ გადააბიჯა დაგდებულ, ჩამოგდებულ სიონის ქონგურს და დაასრულეს სიცოცხლე ისე, რომ მათი დანატოვარი სიდიადე დღემდე ჩვენს გულებს ათბობს და მომავალს გვინათებს. დღევანდელმა ოპოზიციამ, და აქ არის ოპოზიციური ელიტა წარმოდგენილი, ჩვენც, ისეთი კვალი უნდა დავტოვოთ საკუთარი პრინციპულობით, უკან დაუხევლობით მომავალი თაობისთვის, რომ ათასი წლის შემდეგ ჩვენს შვილთაშვილებს გული გაუნათდეთ ჩვენს გახსენებაზე.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს კარგად ესმის ჩვენს კოლეგებს, რომელიც შეიძლება, იქნას მიღებული დღეს, უნდა იყოს გათვლილი საუკუნეებზე, რადგან არასოდეს საქართველოში აღარ დავუშვებთ იმას, რომ არჩევნებს აყალბებდნენ, ძალაუფლების უზურპაცია ხდებოდეს და ვიყოთ ცხვრებივით გაჩუმებული, უცხოელი დამკვირვებლები წერდნენ დასკვნებს, რომ კი იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ არჩევნები მაინც ლეგიტიმურია. თუ დარღვევები იყო, როგორ არის ლეგიტიმური. თუ ადამიანს კორონავირუსი აქვს, როგორ არის ის ჯანმრთელი. ეს ხომ ეწინააღმდეგება ლოგიკას? ალბათ ყველას გვახსოვს მეგობარი ელჩის განცხადება, მუდამ ყალბდებოდა თქვენთან არჩევნები და რა გეტაკათ ახლა ასეთიო. ახლა ყველას ვეუბნებით – ეს აღარ მოხდება, ამას აღარ დავუშვებთ. ვიჩქაროთ ნელა და აუცილებლად დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,373 ნახვა
%d bloggers like this: