პოლიტიკა

რაც ნამახვანში ხდება, მხოლოდ ჰესზე არაა – ნდობის კრიზისის და ამომრჩევლის განწყობის ილუსტრაციაა

Nusagi

შემოთავაზებული დოკუმენტი ოცნების მარცხია – მიუხედავად იმისა, ხელს მოაწერს, თუ არა,-ასე ეხმაურება „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.

მისი თქმით, კრიზისს აღნიშნული დოკუმენტი ვერ განმუხტავს.

„ვადამდელ არჩევნებამდე მიმავალი, ამომრჩევლისთვის გასაგები და ახსნადი პროცესის გარდა, ნდობის კრიზისს არ განმუხტავს არაფერი, იმის მიუხედავად პარტიები რას იზამენ. რაც ნამახვანში ხდება, პარტიების ორგანიზებული არაა და არც მხოლოდ ჰესზეა – ნდობის კრიზისის და ამომრჩევლის განწყობის ილუსტრაციაა. ზომიერი პარტიების მიერ კრიზისის უარყოფა, რადიკალებს გააძლიერებს და მათი მარტო, “რეალურ ოპოზიციად” დატოვება ჩემთვის (და ვინც ერთი ნაბიჯით წინ ხედავს, ყველასთვის) ზომიერი ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფაა, უკონტროლო რადიკალიზმის საფრთხეს ზრდის.

“პატიმრების დილემის” ბოლომდე გაცნობიერება, ყველას სარგებელს მოუტანდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკა რეცეპტით არ იმართება და მასში ადამიანები მინაწილეობენ, რომელთაც თავიანთი ხასიათი, ნებისყოფა, ჭკუა, ინტერესები აქვთ – ისინი ყოველთვის რაციონალურად არ მოქმედებენ და რეცეპტები ყოველთვის არ მუშაობს. ახლა, როგორც თამაშთა თეორიაშია კარგად ახსნილი, რომელიმე შეიძლება კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს, მოკლევადიანი სარგებელი ნახოს, მაგრამ დიდ სურათში – წააგებს“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: