პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

Nusagi

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირა. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადეთ საქართველოს ინტერესების სახელით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხვალ ვიზიტით ეწვევა.

„ეს შეთანხმება საწყისი წერტილია, რათა დაიწყოთ მუშაობა საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციაზე. საქართველოს მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ თქვენ ქვეყნის წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებზე ფოკუსირდებით: ეკონომიკა, პანდემია, რეფორმები, რეგიონული გამოწვევები. მათ, ვინც ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა მოგიწოდოთ, განიხილოთ ამ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული და დემოკრატიული მომავლისთვის. მიხარია გამოვაცხადო, რომ ხვალ საქართველოს ვეწვევი, რათა ყველა თქვენგანს შევხვდე და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილოთ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: