პოლიტიკა

დღეს გაურკვეველია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი

Nusagi

დღეს გაურკვეველია, როგორი პოლიტიკური მომავალი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ, მე ვიღებ პაუზას, არ მივიღებ მონაწილეობას პარტიის საქმიანობაში,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ თავისი გადაწყვეტილება დღეს ჯერ პარტიას გააცნო.

„ეს ნაბიჯი არ გადამიდგამს ისე, რომ ამის შესახებ პარტია არ ყოფილიყო გაფრთხილებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ მალე, რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ის ადამიანები, ვინც დღეს ტალახს ისვრიან, მალე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა შეცდომა და მხოლოდ ნიკა მელიას შემდეგ გადაწყდება, ექნება თუ არა ამ პარტიას საპარლამენტო წარმომადგენლობა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: