პოლიტიკა

დღეს დამარცხდა საქართველო. გადავედით ახალ მოდელზე- სახელმწიფოს გარედან მართვის მოდელზე

Nusagi

ეს არის ჩოქბჯენში მდგომი საქართველო, ეს არია სრული ოპორტუნიზმი მმართველი პარტიის მხრიდან,-ამის შესახებ 2 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ ტვ-პირველთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დაკარგა ძალიან ძლიერი ბერკეტები.

„გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ჰკითხეთ იმ ადამიანებს, ვინც 2012 წელს იბრძოდა, განიცდიან თუ არა იმ მთავარი მოთხოვნის არშესრულებას, რასაც ჰქვია რეჟიმის გასამართლება. როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტი, რომლის 5 კომიტეტი იქნება ამ ოპოზიციის. მე გესაუბრებით ოპოზიციაზე და ჩემთვის არ არსებობს ზღვარი ნაციონალურ მოძრაობას, ვაშაძის პარტიას თუ ხაზარაძეს შორის. ისინი ერთი წელია ბედნიერად სხედან ერთი მაგიდის გარშემო და ერთიდაიმავე მომავლს უწინასაწარმეტყველებენ ჩემს სამშობლოს“,-აცხადებს ხათუნა ხოფერია. 

მისი თქმით, არ შეიძლება, ამხელა ბერკეტები ჩაუგდო ხელში ძალას, რომელმაც გამოიწვია ამხელა კრიზისი და ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვრამდე მიიყვანა. 

„ახალ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლების რეფორმას, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით პროცესს, როგორ ხდებოდა სასამართლო რეფორმა. უამრავი ადამიანი განაწყენდა, წავიდა ოცნებიდან. კობახიძისგან კი, გვესმოდა, რომ სასამართლო დადგა ფეხზე. მინდა გითხრათ, რომ ეს სასამართლო ნამდვილად არ არის ძალიან ცუდი. ცდილობს, რომ იყოს ნორმალური. ამ დოკუმენტში წერია, რომ უნდა შეიქმნას უცხოელი ექსპერტების მიერ შედგენილი საბჭო, რომელიც გაატარებს ხელმეორე რეფორმას. უკრაინაში ეს მოდელი რამდენიმე წლის წინ გატარდა, მაგრამ იქ ჭკუა ეყო უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს და დაბლოკა ეს პროექტი. არ შეიძლება, ჩემო კარგებო, სახელისუფლებო შტო დააკომპლექტებინო და ამართინო უცხო სხეულს თან ვისთან ერთად, იმ ჯგუფთან ერთად, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში კრიზისი და ლამისაა, ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზე მიიყვანა“,-ამბობს ხათუნა ხოფერია.

მისივე თქმით, კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა განიცადა კრახი.

„მათ დათმეს ისეთი რამ, რისი დათმობის უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან ეს არ იყო მათი მონაპოვარი ჩემო კარგებო, აქედან გამომდინარე, ძალიან მიჭირს გითხრათ, როგორ უნდა შეძლოს კობახიძემ საუბარი ამომრჩეველთან. იმ ადამიანებთან, ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს“, ამბობს ხოფერია. 

მისივე თქმით, კობახიძემ დამარცხებული, თავმოჭრილი, ქართველი ხალხისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პარლამენტში დააბრუნა და ახლა მათ ამ ხელშეკრულების მიხედვით, განუსაზღვრელი უფლებები აქვთ. 

„ეს ეხება სასამართლოს გაკონტროლებას, ეხება ხმების 2/3-ით გენპროკურორის, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, მათ ხელში აქვთ 5 საპარლამენტო კომიტეტი, როდესაც მმართველი ძალა ასეთ უფლებებს უთმობ ოპოზიციას, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მტრებს, მე მათ ასე ვუწოდებ, დღეს აქვთ ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ სახელისუფლებო კრიზისი, მოითხოვონ კოალიციური მთავრობის შექმნა და ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ჩემი, ერთი, რიგითი ქართველის გულისტკივილი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის განთავისუფლებაში 9-წლიანი ტირანიისგან“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: