პოლიტიკა

მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას

Nusagi

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

“ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ძალიან შორსაა იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ იქ 2 მთავარი რამაა: ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე  უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა! ეს უპირობოდ უნდა მოხდეს.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი – შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა „ქართული ოცნების“ ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების თაობაზე“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: