პოლიტიკა

ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო, „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს

Nusagi

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს.

„ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,387 ნახვა
%d bloggers like this: