პოლიტიკა

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: სააკაშვილი დიდ გზაზე მდგარი შულერია – არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს

Nusagi

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს დიდ გზაზე მდგარი შულერი უწოდა.

„დიდ გზაზე მდგარი შულერი, ჩამოსული გასტარბაიტერი. აქ ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს. ახლა მე ამირჩია. ამას არ მოვითმენ. ამიტომაც ვამბობ, გვაჩვენოს რა შეუძლია. ფეიკი ხარ. ვინ ხარ? რა გააკეთე უკრაინისთვის?“, – აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.

სერგეი მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟოზე კორუფციაში დადანაშაულება ნორმალური არ არის, ვინაიდან კონტრაბანდის საკითხი უფრო სამართალდამცველ სტრუქტურებს ეხებათ.

მანამდე ტელეარხ „უკრაინის“ ერთ-ერთ თოქ-შოუში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა სერგეი მარჩენკო საბაჟოსა და საგადასახადო ორგანოებში კორუფციაში დაადანაშაულა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,399 ნახვა
%d bloggers like this: