პოლიტიკა

ღმერთმა მაკო გომურივით უსინათლოდ გაქციოს- სალომე სამადაშილს ფეისბუქზე აბულინგებენ

Nusagi

შარლ მიშელის შეთავაზებაზე ხელმოწერის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს პარტიის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მისსავე გვერდზე სასტიკად აბულინგებენ.

ბულინგი მოიცავს საყვედურებს, ლანძღვას, გინებას და წყევლასაც კი.

„უსინდისო ნაძირალავ, ღმერთმა მაკო გომურივით უსინათლოდ გაქციოს“, „სამარცხვინო ყოფილხარ, საკურდღლე“, „უსირცხვილობის ეტალონი“, „30 ვერცხლმა წაგახდინა, ეს შენი ბოლო გაელვებაა პოლიტიკაში“, „შენზე სასაცილო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არავინ მგონია, დატოვე ჩვენი მოცემული ხმებით აღებული მანდატი!!!“, „ფულის მონა შენ“, „არარაობავ“- ამ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობენ სამადაშვილს ყოფილი მომხრეები.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსი თვლის, რომ მისი გადაწყვეტილება სწორია, რადგან მიშელის შეთავაზებაზე დათანხმება საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა იყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: