პოლიტიკა

შარლ მიშელი- შეთანხმება საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს

Nusagi

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ვარ თბილისში. პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ახალი დასაწყისის ეტაპია, რომელიც ძალიან ბევრ შრომას საჭიროებს საქართველოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის. ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი ძალისხმევაა ამისთვის გაღებული. ეს არ იყო ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია. ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ხელმძღვანელობისთვის, ასევე, მადლობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მზაობისა და გადადგმული ნაბიჯისთვის. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მაქსიმალურადაა ჩართული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მიმართულებით. კარგად ვიცით, რომ საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის წლისთავს და იკვეთება ევროკავშირისკენ კიდევ უფრო მეტი მისწრაფება. შეთანხმება საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,923 ნახვა
%d bloggers like this: