პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამინისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, უცნაური და გაუგებარია, რატომ ამბობს მელია უარს დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გირაოზე.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მელიას სასჯელის ვადის მოხდა სურს.

„უცნაურია, კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ჯერ ამბობდა არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, ახლა ამბობს არ გადავიხდი და არ გამოვალო. როგორც ჩანს, მას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, რომ ბოლომდე მოიხადოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე ცალსახაა, რომ მელია მონაწილეა და ერთგვარი ტყვეა სააკაშვილის პოლიტიკური თამაშების. მიუხედავად ამისა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ქართულმა ოცნებამ, როგოც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო ვალდებულება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თუ მელია უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, პარლამენტი მიიღებს ამინისტიის კანონს და ჩვენ, „მმართველი გუნდი“ მზად ვართ მას ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაული, თუმცა არ გამიკვირდება, რომ ამაზეც უარი თქვას მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: