სამართალი

გაუჩინარებული 17 წლის გოგო წერილში კლასელებს, მასწავლებლებსა და მკვლელობებს ახსენებს

Nusagi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგოს უკვე მესამე დღეა ეძებენ. მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს, სადაც ის გაკვეთილებს დაესწრო. ის პედაგოგმა სკოლიდან გამავალი დაინახა.

ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, თუ სად შეიძლება იყოს 17 წლის მარიამი. პედაგოგები და კლასელები მას წყნარ და არაკომუნიკაბელურ მოზარდად ახასიათებენ. ბოლოს ის ქობულეთის გზაზე მარტო მიმავალი ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

rusTavi2-ის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. სავარაუდოდ, მასში ნახსენებია პედაგოგის და კლასელების ინიციალები და საუბარია მკვლელობებზეც. კლასელები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,387 ნახვა
%d bloggers like this: