პოლიტიკა

ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პატიების შეთავაზება – მათიკაშვილი ნიკა მელიას ამნისტირებაზე

Nusagi

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკა მათიკაშვილმა მელიას ამნისტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოცემულობა ადასტურებს „ქართული ოცნების“ საზოგადოებრივ ხედვას.

„ჩვენი ყველა ნაბიჯი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის პუნქტებს, რომლებითაც „ქართული ოცნება“ გარკვეულ პატიებას უცხადებს ნიკა მელიას. ევროკავშირისთვის დამახასიათებელია ობიექტური მიდგომა, როდესაც ამნისტია ეხება ერთ სავარაუდო დამნაშავეს, იმავე მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია ეხება სხვა ადამიანებსაც. ამიტომ დოკუმენტში გათვალისწინებულია დათქმა, რომ 19-20 ივნისის მოვლენების მონაწილე ყველა პირი, რომელიც შესაძლოა დანაშაულში ან გადაცდომაში იყოს მხილებული, მათ შორის ნიკა მელია, იქნება ამნისტირებული პარლამენტის მიერ.

ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პატიების შეთავაზება ყველა ამ პირისთვის. ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელია უარს ამბობს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. შესაძლებელია, რომ მან ამნისტიის აქტზეც თქვას უარი, თუმცა ერთი რამ არის ცხადი. ეს იყო ნათელი ილუსტრირება იმისა, რომელი პოლიტიკური სუბიექტი ისწრაფვის რადიკალიზაციისკენ, ვის არ აინტერესებს ქვეყნის ბედი და რომელი პარტია არის ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებაზეც იტყვის უარს.

„ამნისტიის აქტს აქვს გასაჩივრების ინსტრუმენტიც და ნიკა მელიას შეუძლია ის გაასაჩივროს, მაგრამ ზოგადად, როდესაც ადამიანი რომელიმე დაწესებულებაში იმყოფება, მას იქ ყოფნის სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,877 ნახვა
%d bloggers like this: