სოციალური ქსელები და მედია

სიუჟეტის გმირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ალაპარაკეს, ტელეკომპანიას ტყუილის გავრცელებასა და მისი საუბრის გაყალბებაში ადანაშაულებს

Nusagi

ტელეკომპანია “პირველის” შაბათის გადაცემაში გასულ სიუჟეტს, რომლის ავტორიც მოგვითხრობს, თითქოს, გარდაბნის რაიონში მდებარე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი ბოსტნეულით რუსული ბაზარი მარაგდება, სიუჟეტის რესპოდენტი ეხმაურება.

ავთანდილ ჯანხოთელი აცხადებს, რომ მას ისტორია დაუმახინჯეს.

„ტვ პირველის სიუჟეტში ითქვა, თითქოს, ივანიშვილის ხალხმა 90 ჰექტარი წამართვა, რაც სრული სიცრუე და აბსურდია. ტერიტორია თავიანთ ხარჯზე შეისყიდეს და გადმოგვეცა სოფელს, ნაწილს თვითონ აწარმოებს, ინვესტიცია აქვს ჩადებული. მიწებზე  სათბურებია განლაგებული და დღეს იქ დასაქმებულია სოფლის მოსახლეობის 90 %“, – ამბობს ავთანდილ ჯანხოთელი postv-სთან საუბრის დროს.

პოს-ტვ-ის წამყვანი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილის თქმით, როგორც ირკვევა, რეალობა სრულიად სხვაა.

„რუსეთისთვის არა, საქართველოსთვის ამზადებენ. ისტორია კი შემდეგია – გარდაბანში იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, რომელსაც ადგილობრივები საძოვრად იყენებდნენ. ეს საძოვრები სრულიად კანონიერად, ივანიშვილის კომპანიამ საბაზრო ფასად იყიდა. იმის გამო, რომ სათბურები გაშენდა და მოსახლეობა ამ ადგილს საძოვრად ვეღარ გამოიყენებდა, სოფლის მაცხოვრებლებს გაუკეთეს კოოპერატივი, მისცეს ფული, იყიდეს სხვა მიწა, რომელიც მათ მფლობელობაშია. ანუ ორმაგი სიკეთეა. როგორია ბიძინა ივანიშვილის სიკეთის კეთების ფორმულა. თუ რომელიმე ობიექტზეა საუბარი, ის ყოველთვის სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას, აშენებს მაგალითად „ბლექ სი არენას“ ან „ციცინათელას“ ან სხვა უზარმაზარ მილიონიან, ათეულობით, ასეულობით მილიონიან პროექტებს და გადასცემს საჩუქრად. ეს არის მისი კანონი. ძვირფასო ნოდარ, პირობას გაძლევთ, დაწვრილებით გაჩვენებთ რაც მოვყევი, დოკუმენტურად ასახულს, რამდენი გადაიხადეს, როგორ გადაიხადეს, როგორ გადავიდა ეს მიწა ამ სტრუქტურის მფლობელობაში, როგორ მუშაობს. ეს არის ქართული წარმოება საქართველოსთვის და ამ ყველაფერს ნახავს მაყურებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი პროცენტი გადის ექსპორტზე, ძალიან მცირე რაოდენობა გადის. “მხილება” ხომ ჩვენი საყვარელი სიტყვაა“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: