უცხოური მედია

შეიარაღებულ ოპოზიციასთან ბრძოლაში ჩადის პრეზიდენტი დაიღუპა

Nusagi

შეიარაღებულ ოპოზიციასთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად 20 აპრილს დაიღუპა ჩადის პრეზიდენტი, 69 წლის იდრის დები იტნა, რომელიც იმავე დღეს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.

ყოფილი გენერალი დები იტნა ჩადის მართავდა 1990 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. მისმა მომხრეებმა 31 წლის წინდაამხეს ჩადის სამხედრო დიქტატორი ხისენ ხაბრე. Finacial Times-ს ინფორმაციით, დები ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე იყო.
69 წლის პრეზიდენტმა ჭრილობები მაშინ მიიღო, როდესაც დედაქალაქეისკენ მიმავალ შეიარაღებულ ოპოზიციას შეებრძოლა. \

2021 წლის არჩევნებში იდრის დების იტნამ ხმების 79% მიიღო, მაგრამ არჩევნების დღეს ლიბიის ტერიტორიიდან ჩადიში შეიჭრნენ ოპოზიციური „ჩადის თანხმობისა და ცვლილების ფრონტის“ სამხედრო ძალები.

იდრის დები იტნას დაღუპვის შემდეგ, ქვეყნის მმართველმა სამხედრო ძალამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტს 18 თვით დაიკავებს მისი შვილი, მახამატ იდრის დები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,837 ნახვა
%d bloggers like this: