პოლიტიკა

ევროპარლამენტარები -მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს გამოავლინონ იგივე სიმამაცე

Nusagi

ჩვენ გულწრფელად მივესალმებით მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოში არსებული პოლიტიკურ ჩიხის გადასალახად ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის გზით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, სვენ მიქსერის, მარინა კალიურნდისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს.

ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.

მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე სიმამაცე გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას,“ – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: