პოლიტიკა

„ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება”-ბოკერია შეთანხმებაზე

Nusagi

„ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება, ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი დავამარცხოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები პარტიის გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის.

„ჩვენს გადაწყვეტილებას ეს განცხადებები არ შეცვლის, ჩვენი საუკეთესო მეგობრის პოზიციას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის საჭიროდ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ ყოველთვის“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმდა, შედეგს ვერ მოიტანს.

„მეტი სიმყარისთვის შეიძლებოდა იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც მართლა მოიტანდა შედეგს ან გაამყარებდა საზოგადოების, პოლიტიკური ინსტიტუტების, სახელმწიფო ინსტიტუტების და არჩევნების ნდობას, ეს არ მოხდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,837 ნახვა
%d bloggers like this: