საზოგადოება

ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი “ლუტეცია” შეიქმნა (ვიდეო)

Nusagi

,,ლუტეციას დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მისია თქვენთვის ნათელი დღეებისა და ახალი პერსპექტივების შექმნა იყო. ამ იდეის მთავარი შემოქმედი კი, პირველ რიგში, ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელი, ვახტანგ ფხაკაძე, გახლდათ.

და სწორედ მისი ცხოვრებისეული გზის გასაგრძელებლად ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, შეგვექმნა ლუტეცია ჯგუფის საქველმოქმედო ფონდი, რომლის მისიაც ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა იქნება.ისევე როგორც ბატონ ვახტანგს, ჩვენც გვჯერა, რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.”-ნათქვამია ,,ლუტეცია” ჯგუფის განცხადებაში.

ხვალ, 23 აპრილს ვახტანგ ფხაკაძეს 63 წელი შეუსრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე, 2021 წლის 6 დეკემბერს, კორონავირუსით გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: