პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი- თუ საქართველოში ოპოზიცია გაცდება თამაშის წესებს, გაიმარჯვებს პუტინი-სააკაშვილის ინტერესი

Nusagi

სულელურია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას იმ მექანიზმებზე, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში,-ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა ტვ-პირველის ჟურნალისტთან საუბრისას, ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ამნისტიის გარანტიები, ასევე ევროკავშირი მზად არის, გადაიხადოს გირაო. ვიოლა ფონ კრამონს მიაჩნია, რომ თუ მელიას ქვეყანაში კრიზისის განმუხტვა სურს, ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

„მე მართლა არ ვიცი, რა არის პრობლემა, არის ფულიც, გარანტიაც და ამნისტიის კანონიც. მას შეუძლია იყოს თავისუფალი ნებისმიერ დროს, თუ მას მოწონს ციხეში ყოფნა, ეს მისი პრობლემაა. ქართველი ხალხის ინტერესებედან გამომდინარე, ოპოზიცია უკეთესია, იყოს გაერთიანებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გავცდებით თამაშის წესებს, იქნება ერთი გამარჯვებული. ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი. ის ცდილობს, ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, ენმ კი, ცდილობს რადიკალიზაციისა და პროვოკაციის ხერხს მიმართოს, რომელშიც გამარჯვებული ვლადიმერ პუტინია, რაც მე ვფიქრობ, არის სირცხვილი“,-განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ტვ-პირველთან საუბრისას. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: