საზოგადოება

“საყდრისის კომიტეტი” განცხადებას ავრცელებს

Nusagi

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გადადგომას “საყდრისის კომიტეტის” განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება.

“21 აპრილს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. აქამდე უცნობია რა გახდა ამ საკადრო გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება.

ვინაიდან ეს გადაწყვეტილება “საყდრისის კომიტეტისთვის” ქმნის სრულიად ახალ მოცემულობას, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს გამოიჩინოს გამბედაობა, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა,” – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,361 ნახვა
%d bloggers like this: