უცხოური მედია

სევასტოპოლში რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობისთვის დააკავეს

Nusagi

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჯაშუშობისთვის დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

დაკავება ქალაქ სევასტოპოლში მოხდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული უკრაინის დაზვერვისთვის შავი ზღვის ფლოტის შესახებ ინფორმაციის გადაცემაშია ეჭვმიტანილი. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირი ინფორმაციას გამიზნულად აგროვებდა და უკრაინის სამხედრო დაზვერვას გადასცემდა.

დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. რუსული სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენება შეეძლო.

დაკავებულს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2020 წელს რუსეთის ფედერაციაში ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატისთვის 7 ადამიანი გაასამართლეს. ყველას პატიმრობა მიუსაჯეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: