პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და მოწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში

Nusagi

ევროკავშირს უყვარს და მოწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში,- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ევროკაშირი სანქციებით იმუქრებოდეს, აქეთ ეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად მე გადავიხდი გირაოსო.

,,ეს პიროვენებები, რომლებიც ამას აცხადებენ, სამარცხვინო რამეს ევროპისათვის და ევროკავშირისთვის, ისე დაჩმორდა ევროკავშირი, რომ პუტინის ოლიგარგებს, დამარბეველს ხელს უწყობს იმაში, რომ გირაო შეიტანოს პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად. ევროკაშვირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია იმიტომ, რომ ეს კაცი არიგებს ქრთამებს მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით. რით არის უკეთესი ლუკაშენკოზე, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროკავშირმა? რატომ აქვს სანქციები აბრამოვიჩს, დერი პასკალს? ჰაიდამაკს რატომ აქვს სანქციები ევროკავშირიდან? რა დააშავეს ივანშვილზე მეტი? იმის მაგივრად, რომ ევროკაშირი სანქციებით ემუქრებოდეს, აქეთ ეუბნება რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად მე გადავიხდი გირაოსო“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: