საზოგადოება

შეიძლება მომაწოდო პრევენციები, როგორ დავიცვა თავი, მაგრამ მითვალო მიცვალებულები და ავადმყოფები, მიუღებელია

Nusagi

შენ შეიძლება მომაწოდო პრევენციები, როგორ დავიცვა თავი, როგორ ავირიდო ეს ყველაფერი თავიდან, მაგრამ მითვალო მიცვალებულები და ავადმყოფები, ჩემთვის მიუღებელია,-ამის შესახებ ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ ტლეკომპანია „იმედის“ ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანტივაქსერების ჯგუფს უნდა გამოეთიშოს, რადგან საკუთარ შვილებს ყველა გეგმიური აცრა გაუკეთა.

„მე არ ვარ ესეთი კომპეტენტური, როგორი სტუმრებიც ჰყავთ დღეს, მაგრამ მე ჩემი ადამიანური მიდგომა მაქვს ამ თემის მიმართ, ნდობა არნდობის საკითხი.

ვუსმენ უკვე კომპეტენტურ ადამიანებს უკვე რამოდენიმე საათია და მაინც მრჩება ასეთი მომენტი, რომ ვარ რაღაც ექსპერიმენტის მონაწილე. საერთოდ ჩვენი საზოგადოების პოლარიზება ხომ ცალკე უბედურება არის..

ვინაიდან ჩემს 4-ვე შვილს აბსოლუტურად ყველა გეგმური აცრა გაკეთებული აქვს უნდა გამოვეთიშო ანტივაქსერების ჯგუფს.

ანაფილაქსიური შოკი თვითონ მაქვს გადატანილი და ვიცი რასაც ნიშნავს და შესაბამისად ძალიან მშიშარა ვარ, როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება. მე არ ვამბობ რომ ამას არასდროს არ გავიკეთებ, მე უბრალოდ დაველოდები“,-აცხადებს ხატია სიჭინავა.


Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: