პოლიტიკა

„ჯაფარიძე და კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ეს არის ცანცარის შედეგი“- ელისაშვილი

Nusagi

საკონსტიტუციო სასამართლოში, ცხრა მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს დღეს ზურა ჯაფარიძის, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე უნდა ემსჯელა.

აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და განაცხადა, რომ ზურაბ ჯაფარიძე და თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შესვლაზე დასტური თქვეს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მანდატის გაუქმების თაობაზე ხელმოწერების გაკეთება და პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ურთიერთგამომრიცხავი იყო.

„თავიდანვე ვთქვით, რომ პიონერთა სასახლის ეზოში მანდატის გაუქმების თაობაზე ხელმოწერების გაკეთება, ცესკო-სთვის მიმართვა სიების ჩაშლაზე, საკონსტიტუციოსთვის მიმართვა, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესში ყოფნა ურთიერთგამომრიცხავი იყო და ეს ჩვენ არ გვესმოდა.

ამას რომ ვამბობდით, სიძულვილს და ზიზღს ვიღებდით. ვამბობდით, რომ თუ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, თეორიულად შესაძლებლობა არსებობს, რომ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში შემოხვიდეთ თქო.

ზუსტად ასე ხომ მოხდა? ვამბობდით, ვინც მანდატებზე უარს ამბობდა და სიებს ხსნიდა, უხერხულში ჩავარდებოდა. ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ელენე ხოშტარიას არ უთქვამს.

როგორი წინააღმდეგობრივი ვითარებაა – ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზად არიან, იმუშაონ როგორც დეპუტატებმა და მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომ მანდატი შეუჩერდეთ. ძალიან უცნაური სიტუაცუაა. ჩვენ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ თქო და ეს არის ცანცარის შედეგი“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო სამი ოპოზიციონეტირი დეპუატეტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მსჯელობა მაისის თვეში გადაიდო. ზურა ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მათი მოთხოვნის მიუხედავად მანდატები არ გააუქმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: