მისტიკა და ჩვეულებები

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

Nusagi

მთვარექალწულის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

საშუალება არ მისცეთ მოზღვავებულ ემოციებს დაგიმორჩილონ და გმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა თუ რაიმე სასიკეთოს გააკეთებთ, არამედ შესაძლოა ისიც დაკარგოთ რასაც უფრთხილდებით.

კურო

შესაძლოა დღეს სიტუაცია ისე არ წარიმართოს, როგორც ვარაუდობდით, ან რაიმე გამოგრჩეთ მხედველობიდან მოლაპარაკებისას და არ შედგეს შეთანხმება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მომავალში ყველაფერი კარგად შეიძლება შემოტრიალდეს.

ტყუპები

ნუ წახვალთ თქვენი სურვილების წინააღმდეგ და უარი თქვით იმ საქმეზე, რომელიც არ მოგწონთ. ასე თავს დაიცავთ ნერვული დაძაბულობისაგან და სამომავლოდაც კარგ სამსახურს გაუწევთ საკუთარ თავს.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს გარშემომყოფთა კეთილგანწყობა და პატივისცემა მოიპოვოთ. ეს გამოწვეული იქნება კოლეგების მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, საერთო საქმისადმი თავდადებით, შეუპოვრობით და ეფექტურად მიღწეული შედეგებით.

ლომი

იმოქმედეთ ჩანაფიქრის მიხედვით და თქვენს მტკიცე ნაბიჯებს ყოველთვის მოჰყვება წარმატება და წინსვლა. გადაწყვეტილებების მიღებისას წამითც არ დაუშავთ ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ – თქვენ კარგად იცით რა გინდათ და რას როგორ მიაღწიოთ!

ქალწული

მოულოდნელობების დღეა. შესაძლოა ფრთები შეისხას თქვენმა არაერთმა ოცნებამ, ეს იმდენად უცნაური და საოცარი იქნება, რომ შეიძლება შეშინდეთ კიდეც. ნუ შეგიპყრობთ ექსტაზური მდგომარეობა, დამშვიდდით და ჩუმად მიიღეთ ბედის საჩუქარი.

სასწორი

იმისათვის, რომ თქვენი მიზნები განახორციელოთ და სიტყვა მხოლოდ სიტყვად არ დარჩეს, ამოძრავდით, რაიმე მოიმოქმედეთ, გადადგით პირველი ნაბიჯი და შეუდექით გზას- რეალობად აქციოთ თქვენი ოცნებები.

მორიელი

ნუ აჰყვებით ამბიციებს და დატკბით მიღწეულით. დაზოგეთ თქვენი სულიერი და ფიზიკური რესურსები და ერთბაშად ნუ შეეჭიდებით ბევრ საქმეს. ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობა და ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან გატარებული დროა.

მშილდოსანი

ერიდეთ სულსწრაფობას და დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, გააანალიზეთ დეტალები და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება, რათა შედეგები ღირდეს გაწეულ შრომად და დახარჯულ ენერგიად.

თხის რქა

თავი შეიკავეთ ზედმეტი კონტაქტებისა და ურთიერთობებისგან, ნუ იზარმაცებთ და კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს გეგმებს. შეეცადეთ უფრო გონივრულად და პრაქტიკულად გამოიყენოთ თქვენი ფინანსური რესურსები.

მერწყული

ახალი იდეები, მოზღვავებული შემოქმედებითი მუხტი და ენერგია სასურველია ხელოვნების სფეროს – მხატვრობას, დიზაინს, არქიტექტურას მიუძღვნათ, დარწმუნებული იყავით საოცრებებს მოახდენთ ამ სფეროებით.

თევზები

ნუ მოწყდებით მიწას, ნუ გაექცევით რეალობას ფანტაზიების სამყაროში. ზომიერად აწმყოს შელამაზება არ მოგიტანთ ზიანს, თუმცა ბავშობის დროინდელ ზღაპრებთან დაბრუნება შესაძლოა არასასიკეთოდ აისახოს თქვენს გუნება-განწყობაზე.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,346 ნახვა
%d bloggers like this: