უცხოური მედია

Wall Street Journal – ბაიდენი სომხების გენოციდის აღიარებას აპირებს

Nusagi

თეთრი სახლის მეთაური ჯოზეფ ბაიდენი მზად არის გამოვიდეს განცხადებით, რომელშიც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს განვითარებულ მოვლენებს „გენოციდად“ შეაფასებს. მანამდე კონგრესმენებმა რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით აშშ-ს პრეზიდენტს, გადაედგა ეს ნაბიჯი. ინფორმაციას Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, 24 აპრილს უწოდებს გენოციდს თურქების მიერ მოწყობილ დეპორტაციას, შიმშილსა და მკვლელობებს 1915 წელს. ამ დღეს სომხები მთელ მსოფლიოში პატივს მიაგებენ იმ ტრაგიკული დღეების მსხვერპლთ. 

ამასთან ერთად, WSJ-ს წყარო აზუსტებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის და შესაძლოა, პრეზიდენტმა სიტყვა „გენოციდი“ არ გამოიყენოს და მხოლოდ სიმბოლური გამოსვლა ჰქონდეს. სწორედ ასე მოიქცია 2016 წელს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 

გაზეთი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარება ნეგატიურად აისახება ამერიკულ-თურქულ ურთიერთობებზე. ამაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩაიშოღლუმაც მიანიშნა.

ამ დროისთვის სომხების გენოციდი ოფიციალურად ცნო აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ და სენატმა (2019 წელს). თუმცა, აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურები ამ დრომდე „გენოციდს“ არ უწოდებენ 2015 წლის მოვლენებს .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,890 ნახვა
%d bloggers like this: