მედიცინა

ბიზნესმენებს რომ მისცე საშუალება, ფულის გამო დაღუპავენ ქვეყანას

Nusagi

ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ნახევარი ევროპა ჩაკეტილია, ისრაელი რომ გაიხსნა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ინანებენ მალე, რომ ყველაფერი ერთბაშად გახსნეს და პირბადე მოიხსნეს,-ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფოფხაძემ ფეისბუქლაივში მორიგი ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ხელისუფლებამ ბიზნესმენების პროტესტის გამო, ქვეყანა ერთბაშად გაიხსნას. 

„ბიზნესმენებს რომ მისცე საშუალება, ის მხოლოდ ფულზე ფიქრობს და ფულის გამო დაღუპავს ქვეყანას. ოღონდ ტურისტი შემოვიდეს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგები შეიძლება დადგეს. პოლიტიკოსები არიან მავნებლები, რადგან ქვეყანაში არის ორი პრობლემა რუსეთი და კოვიდი, ვერცერთს ვერ აჩერებთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ხალხი გარეთ არ გამოვიდეს. არ შეიძლება ხალხის შეკრება. მე რომ ვიყო, დიქტატურას დავამყარებდი , სანამ ვირუსი არსებობს. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, თავდაცვის ერთადერთი საშუალება პირბადეა. გაიკეთეთ პირბადეები“,-აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: