უცხოური მედია

ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების მსოფლიო რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

Nusagi

ინდოეთში მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობის მსოფლიო რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ სააგენტო Reuters ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რესპუბლიკაში 332 730 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ინდოეთმა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებული თავისივე რეკორდი- 314 000 მოხსნა. 

კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაზრდილია, გუშინ, ინდოეთში 2263 პაციენტი გარდაიცვალა.

Sky News-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ რამდენჯერმე ჩაატარა ხალხმრავალი მიტინგი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწორედ ხალხმრავალ შეკრებებს უკავშირდება.

20 აპრილს გენომიკისა და ინტეგრაციული ბიოლოგიის თანამშრომელმა ტვიტერზე დაწერა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში აღმოჩნდა. 

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ადგილობრივი კრემატორიუმის ღუმელებმა დნობა დაიწყო დიდი დატვირთვის გამო. ტელეკომპანია ამ ფაქტს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირებს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,373 ნახვა
%d bloggers like this: