რელიგია

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Nusagi

დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება. საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილმა) საგანგებო განცხადებაში აღნიშნა.

როგორც მიტროპოლიტმა „ერთსულოვნების“ ეთერში განაცხადა, ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს 3 სასულიერო პირი, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ, თუ ისინი ამ ქმედებას მის წინაშე საჯაროდ არ მოინანიებენ.

„დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს არ ნიშნავს.

რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.

ასევე, დიაკონ ანანიასა და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მეუფე სტეფანემ ასევე, გაფრთხილება მისცა მირიან მესხაძესა და კონსტანტინე გაბისონიას.

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც ტაძრების და მონასტრების მმართველობაში განხორციელდება.

„ვაცხადებ, რომ მღვდელი გოჩა ლიპარტელიანი დანიშნულია სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მასვე ევალება მღვდელმოქმედება წაჩხუროს მონასტერსა და სოფელ სალხინოს მახლობლად მდებარე სხვა ტაძრებში. ასევე, ბერდიაკონი გიორგი კოპალიანი დანიშნულია სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების კეთილმოწესედ და ასევე სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების წინამძღვრობას ამ საგანგებო ვითარებაში ჩემს თავზე ვიღებ. ვაცხადებ, რომ ყველანაირი ძალმოსილება იმ ფარგლებში, რაშიც ვმოქმედებ, გამაჩნია და ტყუილად ნუ ლაპარაკობენ, რომ მე რაღაცა უფლებები მეზღუდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ცნობისთვის, სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ეკლესიაში გუშინ, წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: