პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

Nusagi

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

„ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს, რათა დემოკრატიამ გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც გადაჭრის არსებულ აქტუალურ პრობლემებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ძლიერი დემოკრატიის აშენ ებაში“, – აღნიშნა სენატორმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,826 ნახვა
%d bloggers like this: