რელიგია

„ბერს რომ არ ეკადრება ისეთი საქციელები მქონდა, შენდობას ვითხოვ“ – იღუმენი დანიელი

Nusagi

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, სადაც წირვას მეუფე სტეფანე ატარებს, ამბოხებული სასულიერო პირები მივიდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან იღუმენი დანიელი აცხადებს, ბერისთვის შეუფერებელი საქციელების გამო საზოგადოებას შენდობას სთხოვს, თუმცა, მეუფე სტეფანესთან მოსანანიებელი არაფერი აქვს.

„მეუფე სტეფანეს რომ შენდობა ვთხოვო, ფარისევლობა იქნება. დამნაშავე არ ვარ და მის გამო ცოდვაში ჩავდგე, ამას ვერ დავუშვებ

ნაწილობრივ, ხალხისა და მრევლის წინაშე შენდობას ვითხოვ, რადგან გადაცდომები მქონდა, აღშფოთებული ვიყავი და ბერს რომ არ ეკადრება ისეთი საქციელები მქონდა, რის გამოც შენდობას ვითხოვ“, – აღნიშნა იღუმენმა დანიელმა.

მისი თქმით, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში მეუფე სტეფანესთვის იმის სათქმელად მივიდნენ, რომ მის განცხადებებს შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს. კერძოდ იგულისხმება სხვა ეპარქიის მრევლისთვის მჭყონდიდში წირვაზე დასწრების შესახებ მოწოდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,362 ნახვა
%d bloggers like this: