სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – დავამტკიცე, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს- #1TVSPORT

Nusagi

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცოტა ხნის წინ „მილანთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ 39 წილის შვედმა ფეხბურთელმა ვრცლად MilanTV-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გულშემატკივრების რეაქცია, მას შემდეგ რაც გაიგებდნენ, რომ მან გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა დადებითი იქნებოდა.

„ვფიქრობ, გულშემატკივრების რეაქცია დადებითი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს „მილანში“ მოსვლას რამდენიმე ადამიანი ეჭვის თვალით უყურებდა. მე დავამტკიცე, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი დამოკიდებულია მენტალიტეტზე. ყოველთვის მსურს განვითარება და მაქსიმუმის გაკეთება. მე უბრალოდ მსურს, რომ ფიზიკურად კარგად ვგრძნობდე თავს და შევძლო იმის კეთება, რაც კარგად გამომდის“, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე იტალიის სერია A-ში ამ სეზონში 15 გოლია

ზლატანმა გუნდში მის როლზეც ილაპარაკა.

„ვცდილობ ყველას დავეხმარო, ეს ჩემთვის მოტივაციაა, რადგან ვხედავ როგორ იზრდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები იმ დღიდან, რაც მე გუნდში მოვედი“.

იბრაჰიმოვიჩი მილანურ კლუბს სეზონის დასაწყისში შეუერთდა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, მას იტალიის სერია A-ში საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. მან 17 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: