კრიმინალი

თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Nusagi

თბილისში, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდამსხმელი იმავე ბინის მეპატრონეა, სადაც წყვილი დროებით ცხოვრობს.

მხარეებს შორის დაპირისპირება, წყვილის მხრიდან მაღალი მუსიკის ხმამ და ხმაურმა გამოიწვია.

შემთხვევა ვაკეში გამთენიისას მოხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

სახლის მეპატრონეს გამოეწერა შემაკავებელი ორდერი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ნიშნავს.

თბილისში მსგავსი შემთხვევა 21 აპრილს მოხდა, ლესბოსელ წყვილს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,799 ნახვა
%d bloggers like this: