პოლიტიკა

კახა კუჭავა: გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას პარლამენტი, უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა

Nusagi

უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამ ადგილზე პარტია კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო არჩილს იმ გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს. ხოლო ეს ბოლო გადაწყვეტილება პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.

ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს და არჩილ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული საქმისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: