ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

Nusagi

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, შედეგად ლეტალური შემთხვევების რიცხვმა უკვე 4000-ს გადააჭარბა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – Stopcov.ge-ზე განახლდა.

საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილია 4007 ადამიანი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 302 785-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 284 749 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, დღიური – 3,91%, ბოლო 14 დღის – 3,88%, ბოლო 7 დღის – 4,62%-ია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,919 ნახვა
%d bloggers like this: