ჯანდაცვა

770 თბილისი, 115 სამეგრელო – ზემო სვანეთი – ეპიდვითარება რეგიონებში

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 958 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 801 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 157 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია

👉 თბილისი – 770

👉 აჭარა – 78

👉 იმერეთი – 63

👉 ქვემო ქართლი – 49

👉 შიდა ქართლი – 40

👉 გურია – 35

👉 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115

👉 კახეთი – 58

👉 მცხეთა-მთიანეთი – 26

👉 სამცხე-ჯავახეთი – 16

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 609 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116.

706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 302 785-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 284 749 და გარდაცვლილია 4007 ადამიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,906 ნახვა
%d bloggers like this: