Uncategorized

არც ერთი მომხრე არ მჭირდება, არავინ დამენახოს ჩემი მომხრე – მეუფე სტეფანე

Nusagi

“ვინ ხართ ჩემი მომხრე? ჩემი მომხრეები ხართ? არავინ მინდა, არც ერთი მომხრე არ მჭირდება. არავინ დამენახოს ჩემი მომხრე”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა. 

მისი თქმით, ტაძარში მხოლოდ ის ადამიანები უნდა მივიდნენ, ვისაც უფლის წინაშე ლოცვა და სასუფევლის დამკვიდრება უნდა. 

“აქ მოვიდეს ის, ვისაც უნდა უფლის წინაშე, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ვისაც უნდა აღსარება, ზიარება, ვისაც უნდა უფალთან დამკვიდრება, ის ხალხი მოვიდეს, სულ არ მინდა არც ერთი ადამიანი, ჩემი მომხრე არ მჭირდება. მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი და არც არავის მოვუწოდებ პოლიტიკური ბრძოლისკენ. დააკვირდით ჩემს ნებისმიერ აქტივობას, რას ვაკეთებდი – ლოცვაზე, წირვაზე მივდივარ და ვიღაცები მეჩხუბებიან. ის შუშის თვალებიც ხომ ხედავენ ამას. სადაც მივედი, მივედი იმისთვის, რომ წირვა-ლოცვა ჩამეტარებინა. შემდეგ შუშის თვალები შუშის ეკრანებზე უჩვენებენ, რომ თითქოს დაპირისპირება მოხდა მღვდლებს შორის და ა.შ. ვერ გავიგე, რატომ არ არის ობიექტური ინფორმაცია. თუ შუშის თვალები ხართ, გასაგებია, მაგრამ თუ ადამიანური ხედვა გაგაჩნიათ, მაშინ მიეცით ხალხს გასაგები ინფორმაცია. არცერთხელ არ მივსულვარ არც საჩხუბრად”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: