უცხოური მედია

ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა

Nusagi

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

“ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლების მიერ მილიონნახევარი სომეხი დეპორტირებული და მოკლული იყო. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვა მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ისტორიული გადაწყვეტილება, ლოს ანჯელესის სომხურმა სათვისტომომ მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციით აღნიშნა. არმენ სარქისიანმა კი ამერიკელი კოლეგის გადაწყვეტილებას შთამაგონებელი უწოდა და სომეხი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

“მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი ქმედებაა. ის მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის და ყველასთვის, ვინც მსოფლიოში სამართლიანობისკენ ისწრაფვის. ის ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. ის ასევე მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს!”- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.

ისტორიული სამართლიანობა თუ ბაიდენის ადმინისტრაციის მორიგი ხისტი პოლიტიკური ნაბიჯი – თურქეთში თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სომეხი ლობისტების ზეწოლით ხსნიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

“აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება, ეს არის უკიდურესად სამწუხარო და სევდიანი დღე თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში. 1915 წლის მოვლენებისადმი აშშ-ის დამოკიდებულება არ ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს და მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას ასახავს,” – ამბობს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, მიესალმებიან სომხეთში, გასულ ღამეს ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ბაიდენის გადაწყვეტილებას ახალი კრიზისის დასაწყისად აფესებენ თურქეთში, ადგილობრივ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ხისტი პოლიტიკური ნაბიჯები, ორი ქვეყნის ურთიერთობას საბოლოოდ შეიყვანს ჩიხში.

გენოციდის აღიარებას ისტორიული შეცდომა უწოდა თურქეთის ახლო მოკავშირე აზერბაიჯანმა. ილჰამ ალიევის განცხადებით, ეს ნაბიჯი რეგიონში თანამშრომლობის ტენდენციებს სერიოზულად უთხრის ძირს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: