უცხოური მედია

ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქებისა და ხანძრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

Nusagi

ერაყის დედაქალაქში, იბნ-ხატიბის კოვიდსაავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომხდარი აფეთქებისა და მისით გამოწვეული ხანძრის გამო, უკვე 82 ადამიანი დაიღუპა. დაზუსტდა დაშავებულთა რაოდენობაც – 110-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ოფიციალური უწყებების განცხადებით, იმის გამო, რომ საავადმყოფოს არ ჰქონდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ადვილადაალებად მასალებზე.

თვითმხილველი ყვება, რომ ადამიანები, თავის გადასარჩენად, ფანჯრებიდან ხტებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,346 ნახვა
%d bloggers like this: