პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ამნისტიის კანონი მაინც უნდა მივიღოთ, მელიას საქმე არ დაიხურება არც გირაოთი და არც თავდებობით

Nusagi

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში იკრიბებიან.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრა საორგანიზაციო ხასიათს ატარებს და მთავარ განსახილველ საკითხებს შორის არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს. მან ასევე განმარტა, რომ შეხვედრაზე იმ პუნქტებს განიხილავენ, რომლებიც დოკუმენტშია მოცემული.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ნიკა მელიას მხრიდან, თავდებობაზე თანხმობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, კანონი ამნისტიის შესახებ აუცილებლად უნდა მიიღონ.

„ამნისტია მაინც უნდა მივიღოთ, მელიას საქმე არ დაიხურება არც გირაოთი და არც თავდებობით ეს იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების ცალსახა პოზიცია, რომ უნდა მიგვეღო ამნისტიის კანონი, რომლითაც მელიას და სხვა პროტესტში მონაწილე ადამიანების საქმეები ერთხელ და სამუდამოდ დაიხურებოდა. ამნისტიაზე სპეკულაცია არასწორია, საქმეს მივხედოთ და რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ“,- განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,361 ნახვა
%d bloggers like this: