პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: იმდენად დაძაბულია საზოგადოება, უნდა შევეცადოთ, ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტი გვქონდეს

Nusagi

ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება, ანუ კონვენციით დაცულ მუხლებზე არ გავრცელდება და ამაზე თუ საჭირო გახდა ჩანაწერიც იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ეცდება, ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტი შედგეს.

„სამ პოლიციელზე გავრცელდება და კიდევ ორი-სამი მუხლი, პროტესტის მონაწილე 16 ადამიანზე. ბუნებრივია, ნიკა მელიაზეც ავტომატურად. ჩვენ ჩვენი კანონპროექტი გვაქვს, მათაც თავისი აქვთ, გავცვლით ახლა ამას ერთმანეთში. გულწრფელად ვფიქრობ, იმდენად დაძაბულია საზოგადოება, რომ უნდა შევეცადოთ, საერთო კანონპროექტი გვქონდეს. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ რაღაცას ამოვიკითხავთ, როცა კანონი გამოქვეყნდება და როცა სპეკულაციებს დავიწყებთ, ძალიან გთხოვთ, გავიაროთ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,362 ნახვა
%d bloggers like this: