საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

Nusagi

დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.

განაცხადების მიღების წინა ეტაპებზე, კომისიამ, კრიტერიუმების შესაბამისად, 40 ოჯახი უკვე შეარჩია. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,837 ნახვა
%d bloggers like this: